ახალი ამბები

ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე – გახარია

23 სექტემბერი, 2021 • 1945
ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე – გახარია

ექსპრემიერი გიორგი გახარია აკრიტიკებს ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს დღევანდელი ინციდენტის გამო და მათ დაპირისპირებას „ცირკს“ უწოდებს.

„დღეს მოხდა მარტივი რამ: ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 23 სექტემბერს ტვ პირველზე, ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას.

გახარიას თქმით, კობახიძე „ვერც კი მიხვდა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და მივიღეთ ის ცირკი, რაც მივიღეთ“.

„ეს ცირკი და ქაოსი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა პარტიის, „საქართველოსთვის“, ლიდერმა.

23 სექტემბერს, რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

ვრცლად:

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი