გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, გუშინ ღამით მოხდა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიასაშუალება ტვ 4-ის ცნობით, შენობაში აფეთქება ბანკომატის გატეხვის მიზნით განახორციელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.