ახალი ამბები | სამხრეთ კავკასიის ამბები | ,

სავალდებულო აცრა დასაქმებულებისთვის ან ტესტირება 14 დღეში ერთხელ | ახალი რეგულაცია სომხეთში

23 სექტემბერი, 2021 | | 534
სავალდებულო აცრა დასაქმებულებისთვის ან ტესტირება 14 დღეში ერთხელ | ახალი რეგულაცია სომხეთში

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პირველი ოქტომბრიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალაში შედის ახალი რეგულაცია  – სამსახურში გამოცხადებას თანამშრომელი შეძლებს მხოლოდ ვაქცინაციის შესახებ საბუთის ან 14 დღეში ერთხელ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.

კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 10-დან 20 ათას [60-120 ლარი] და იურდიული პირებისთვის – 40-დან 120 ათას [243 -730 ლარი] სომხურ დრამამდე.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა – ოფიციალური მონაცემებით, დღეში რამდენიმე ასეული შემთხვევა. ამასთან, ქვეყანაში დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი – ამ დრომდე ვაქცინირებულია სულ 366 779 ადამიანი [მათ შორის ერთი და ორივე დოზით].

 

მასალების გადაბეჭდვის წესი