საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი და ჩატარდა 29 798 კვლევა. ჩატარდა 13 962 აცრა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.
2016 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 708
- აჭარა – 130
- იმერეთი – 289
- ქვემო ქართლი – 145
- შიდა ქართლი – 103
- გურია – 63
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 188
- კახეთი – 301
- მცხეთა-მთიანეთი – 37
- სამცხე-ჯავახეთი – 29
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც: 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 007, აჭარაში – 568, იმერეთში – 1 028. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 132, იმერეთში – 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 15, იმერეთში – 29. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში. 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ამბობს მთავრობის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სულ კორონავირუსის 600 412 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 567 797 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8 664 ადამიანი.