ახალი ამბები

ნეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

19 სექტემბერი, 2021 •
ნეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო” — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი