ახალი ამბები

კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა

19 სექტემბერი, 2021 • 832
კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 43 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 141 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 779 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996-მდე.

ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 522 შემთხვევა;
  • აჭარა — 101;
  • იმერეთი — 226;
  • ქვემო ქართლი — 100;
  • შიდა ქართლი — 70;
  • გურია — 47;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 181;
  • კახეთი — 186;
  • მცხეთა-მთიანეთი — 24;
  • სამცხე-ჯავახეთი — 31;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 13.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი