ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 52 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 232 ადამიანი და ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 7.27%, ბოლო 7 დღის კი — 7,02%.
ამასთან, გასულ 24 საათში 19 273 პირი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში COVID-19-ის 593 763 შემთხვევა აღირიცხა. 558 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 498 კი — გარდაიცვალა.