ახალი ამბები

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან იმპორტირებულ ხილში აღმოჩენილი დარღვევებით შეშფოთებულია

17 სექტემბერი, 2021 •
რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან იმპორტირებულ ხილში აღმოჩენილი დარღვევებით შეშფოთებულია

„როსსელხოზნადზორი“ აცხადებს, რომ საქართველოდანი იმპროტირებულ ხილში „ყავისფერი სიდამპლე“ აღმოაჩინეს. ამ და სხვა ე.წ. საკარანტინო ობიექტთა რაოდენობის ზრდით კი, უწყების განცხადებით, შეშფოთებულია.

„როსსელხოზნადზორი“ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სპეციალური სამსახურია. მის განცხადებას სამთავრობო მედია RIA ავრცელებს. 

„პირველად საქართველოდან რუსეთის ფედერაციში იმპორტირებულ პროდუქციაში გამოვლინდა საშიში საკარანტინო დაავადების – ყავისფერი სიდაპბლის (Monilinia fructicola) გამომწვევი. დაავადების გავრცელების სამი შემთხვევა ვაშლატამაში იპოვეს, ერთი კი – ატამში“, – წერს უწყება და ამატებს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს მხარეს.

რუსეთმა ასევე თხოვნით მიმართა საქართველოში შესაბამის უწყებებს, რომ აღარ დაუშვან ქვეყანაში დაავადებული პროდუქციის იმპორტი, ასევე, აღნიშნულ შემთხვევაში გამოძიების შედეგები აუწყონ.

გამოცემა „როსსელხოზნადზორის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ  2021 წელს საქართველოდან რუსეთში თითქმის 14 ათასი ტონა ვაშლატამა შევიდა. მანამდე კი, უწყების მტკიცებით, იგივე დაავადება ნახეს აზერბაიჯანიდან და უზბეკეთიდან შემოტანილ პროდუქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი