ახალი ამბები

კომიტეტმა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

17 სექტემბერი, 2021 • 1954
კომიტეტმა მელიასთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

აღნიშნული თხოვნით პარლამენტს თავად ნიკა მელიამ მიმართა, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატია. 29 ივლისს მელიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს, რადგან თავიდან-ბოლომდე უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭი საბოლოოდ ეყრება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი