ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის დუმის არჩევნებში აფხაზები და ოსებიც მონაწილეობენ

17 სექტემბერი, 2021 • 1609
რუსეთის დუმის არჩევნებში აფხაზები და ოსებიც მონაწილეობენ

იმის გამო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი [არაოფიციალური ცნობით, მოსახლეობის დაახლოებით 90%]  რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს, ისინი რუსეთის დუმის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ რუსეთის არჩევნებში.

“დარწმუნებული ვარ, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თითოეული რუსეთის მოქალაქის ვალია, მივიდეს საარჩევნო უბანში და ხმა მისცეს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი რესპუბლიკის აბსოლუტურად ყველა სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სფეროში ჩვენი სტრატეგიული პარტნორი რუსეთი მთავარ როლს თამაშობს. შესაბამისად, ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და რუსეთის მოქალაქეების, რომელთაც ჩვენთვის ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ერი გადაარჩინეს”.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო პუნქტები 17, 18  და 19 სექტემბერს იქნება ღია. საარჩევნო უბანი გახსნილია გალშიც.

რუსეთის პოლიტიკურმა ხელძმღვანელობამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა. შესაბამისად, ყოველწლიურად, უფრო მეტი ადამიანი იღებს რუსეთის მოქალაქეობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი