ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 192 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154- PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.20%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 716,
- აჭარა – 128,
- იმერეთი – 321,
- ქვემო ქართლი – 135,
- შიდა ქართლი – 104,
- გურია – 63,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192,
- კახეთი – 263,
- მცხეთა-მთიანეთი – 60,
- სამცხე-ჯავახეთი – 38,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 484, საიდანაც 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 306 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 446 პირი ემსხვერპლა, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810-მდე.