ახალი ამბები

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს ქალი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს

16 სექტემბერი, 2021 • 1037
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს ქალი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ამ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფოთის საქალაქო სასამართლოზე დარყდნობით ადასტურებს.

ბიზნესპარტნიორი ქალი მას ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. იზორიას დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან  დაზარალებული ქალის ადვოკატმა ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, იზორია ბიზნესპარტიორ ქალზე ძალადობდა და მას ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. მისივე ინფორმაციით, საქმე აღძრულია მუქარის მუხლითაც.

რაც შეეხება თავად იზორიას, „ტვ პირველთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობას დაუბრუნდა, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი მის წინააღმდეგ გამოტანილი არ არის.

„კატეგორიულად გამოვრიცხავ. არც ერთხელ მიძალადია.. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არანაირი გავლენები არ გამაჩნია, ვარ სამსახურში, ვასრულებ ჩემს მოვალეობებს“, – ამბობს ის.

იზორიას დაკავების შესახებ არ საუბრობენ შსს-ში. ნეტგაზეთმა აღნიშნულ საკითხზე ასევე მიმართა პროკურატურასაც. უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი