ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განათლების სამინისტრო შეშფოთებულია გალის სკოლებში ქართულის ენის რუსულით ჩანაცვლებით

16 სექტემბერი, 2021 • 4951
განათლების სამინისტრო შეშფოთებულია გალის სკოლებში ქართულის ენის რუსულით ჩანაცვლებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო.

“ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი სასწავლო წლიდან გალის რაიონის სკოლებში სწავლება მთლიანად რუსულ ენაზე გადავიდა.

ამავე თემაზე:

რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ გალში ქართული ენის შესანარჩუნებლად | ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი