ახალი ამბები

“მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს – გვარამია

15 სექტემბერი, 2021 • 7540
“მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს – გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბლოთია. მისივე ინფორმაციით, ოპერატორი ქარელის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამავე არხის ჟურნალისტის, ბექა ყორშიას განცხადებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა ქარელში, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ჟურნალისტების მისვლას “ქართული ოცნების” ოფისში.

“ზაზა გულიაშვილთან მივედით ქარელში და თავიდანვე ძალიან აგრესიულად შეგვეგებნენ. იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა.

შენობის ქვემოთ არის კომერციული ფართი, საიდანაც კიბეებით ადიხართ ქართული ოცნების შტაბში და იქიდან გადმოისროლეს. არ ვიცი, რა დავარქვა ამ სიგიჟეს”, – განაცხადა ბექა ყორშიამ “მთავარი არხის” ეთერში

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი