საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული გზავნილების ოდენობამ ერთი მილიარდ 83.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მხოლოდ 366.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.
გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესრტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ 716.7 მილიონით დოლარით მეტია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში [პირველ სამ თვეში] ქვეყანაში 132.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში – 234.2 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.
გზავნილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა ასე გამოიყურება:
- იანვარი – 149.8 აშშ მლნ დოლარი;
- თებერვალი – 161.4 აშშ მლნ დოლარი;
- მარტი – 188.2 აშშ მლნ დოლარი;
- აპრილი – 194.1 აშშ მლნ დოლარი;
- მაისი – 187.7 აშშ მლნ დოლარი;
- ივნისი – 201.9 აშშ მლნ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში 208.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, ხოლო აგვისტოში – გზავნილების ოდენობამ 204.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შესახებ მონაცემებს კვარტალში, ანუ სამ თვეში ერთხელ ავრცელებს.