ახალი ამბები

კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი – 15 სექტემბერი

15 სექტემბერი, 2021 • 1059
კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი – 15 სექტემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

ამავე პერიოდში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 32 307 ტესტირება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.81%-ია, ბოლო 7 დღის 7.32%, ხოლო 14-ის – 7,61%.

ბოლო 24 საათში პირველი ან მეორე დოზით აიცრა 24 941 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 587 551 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 551 780 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 347 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი