ახალი ამბები

ბიზნესოპერატორებს Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენების რეკომენდაცია მიეცათ

14 სექტემბერი, 2021 • 1150
ბიზნესოპერატორებს Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენების რეკომენდაცია მიეცათ

ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-საშვის აპლიკაცია შექმნა. Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმის მეშვეობით,შესაძლებელი ინება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება  და ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ-სტატუსს შეამოწმებენ.

“პლატფორმით, ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნესსექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს. Covid-საშვის აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქებაც დადგეს”, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

კოვიდ-სტატუსის გადამოწმება ამჯერად მხოლოდ ვებგვერდ https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი