თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი დაჭრეს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სამივე დაჭრილი არასრულწლოვანია.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.