ახალი ამბები

ვის არ დასჭირდება ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასასწრებად

13 სექტემბერი, 2021 • 1284
ვის არ დასჭირდება ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასასწრებად

სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19, ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი არ დასჭირდებათ.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დღეს, 13 სექტემბერს განაცხადა.

“არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგალითად: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ”, — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი