ახალი ამბები

ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან საზ. ტრანსპორტი აღდგება

12 სექტემბერი, 2021 • 1099
ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან საზ. ტრანსპორტი აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება 7 სექტემბერს გამოაცხადა.

ამავე გადაწყვეტილებით, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს შეიზღუდა კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის გამო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე როგორც სხვა საჯარო სივრცეებში, აუცილებელია პირბადის ტარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი