ახალი ამბები |

ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული პროდუქტი გამოვავლინეთ, დაჯარიმდა შპს “ალიბაბა”

11 სექტემბერი, 2021 | | 1507
ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული პროდუქტი გამოვავლინეთ, დაჯარიმდა შპს “ალიბაბა”

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში, დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი გამოავლინა. ინფორმაცია უწყებამ 11 სექტემბერს გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ტკბილეულზე, ჩაიზე, ყავაზე, თაფლსა და სუნელებზე, რომელთა რეალიზაციასაც შპს “ალიბაბა” ახორციელებდა.

“მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“ საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა ქ. თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან”) მდებარე საცალო სასურსათო მაღაზიაში „ალიბაბა“, რომელშიც თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა”, — აღნიშნავს უწყება.

ნახეთ პროდუქციის ჩამონათვალი სრულად

1. “ალი ბაბას“ ბროწეულის ჩაი, წონა-200 გრამი, თურქული წარმოების. ვადა: 09/07/2019-09/07/2021 – 24 ცალი; . “ალი ბაბას“ ბროწეულის ჩაი; წონა-600 გრამი. ვადა: 09/07/2019-09/07/2021 -28 ცალი
2. „ბროწეულის ჩაი“- წონა-200 გრამი; ვადა: 09/09/2019-09/09/2021 – 103 ცალი; ბროწეულის ჩაი – წონა 200 გრამი; ვადა: 03/10/2019-03/10/2021 – 93 ცალი
3. ბროწეულის ჩაი პაკეტებში – 1 კილოგრამიანი – 5 ცალი;
4. “ალი ბაბას“ მწვანე ვაშლის წვენი; თურქული წარმოების; წონა-600 გრამი; ვადა: 07/2021 – 4 ცალი
5. “ალი ბაბას“ წითელი ვაშლის წვენი; 600 გრამიანი; ვადა: 26/04/2017-26/04/2019 – 12 ცალი
6. “ალი ბაბას“ ასკილის ჩაი; წონა-600 გრამი; 7 ცალი – თარიღის გარეშე
7. “ალი ბაბას“ ვაშლის ასორტის ჩაი – წონა 600 გრამი, 17 ცალი – თარიღის გარეშე
8. “ალი ბაბას“ ვაშლის ჩაი, წონა-200 გრამი, 21 ცალი – თარიღის გარეშე ;
9. “ალი ბაბას“ დარიჩინის ჩაი; წონა-200 გრამი, 6 ცალი – თარიღის გარეშე;
10. “ალი ბაბას“ ბალის ჩაი- წონა – 200 გრამი, 2 ცალი – ვადის გარეშე
11. ვაშლის ჩაი „პაშა“ – წონა – 250 გრამი, 10 ცალი – ვადის გარეშე
12. “RIZE”- წონა – 100 გრამი, ვადა: 2018/2020 – 34 ცალი
13. ხილის ჩაის ასორტი – 400 გრამიანი სასაჩუქრე პაკეტები; ვადა: 28/03/2019-28/03/2021 – 16 პაკეტი
14. რახათ ლუქუმი „ქამაჯი თურქა“ – 3 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 10/12/2019 – 10/12/2020 – 14 ყუთი
15. რახათ ლუქუმი – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა : 13/07/2019-13/07/2020 – 13 ყუთი
16. ლახათ-ლუქუმის ასორტი – სასაჩუქრე პაკეტები (400, 600 და 800 გრამიანი) – სულ 153 პაკეტი. ვადის გარეშე
17. ლახათ ლუხუმი „ალი-ბაბა“ – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 13/07/2019-13/07/2020 – 15 ყუთი; ლახათ-ლუხუმი „ალი ბაბა“ – 5 კილოგრამიანი შეფუთვა , ვადა: 26/08/2019-26/08/2020 – 75 ყუთი
18. ლახათ-ლუქუმი – 225 გრამიანი; -31 ყუთი – ვადის გარეშე
19. ლახათ-ლუხუმი „lokum Antalya”- 5 კილოგრამიანი შეფუთვა – 22 ყუთი, ვადის გარეშე
20. ნაშალი ლახათ ლუქუმი – 7 ყუთი (დაშლილი ყუთები), ვადის გარეშე
21. კაკაოს ლახათ-ლუქუმის ფილები „lokum Antalya”; ვადა: 27/07/2018-27/07/2019 – 2 ყუთი
22. „Halva” “selsebil” – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 12/12/17-12/12/19 – 6 ყუთი
23. ჰალვა “ulusoy” 350 გრამიანი– 72 ცალი, ვადის გარეშე
24.“ალი ბაბას“ თხილიანი თაფლი 220 გრამიან შუშის ქილებში – 44 ცალი (ეტიკეტირების წესის დარღვევა)
25. “fresh” ფექმეზი – 660 მლ. შუშის ქილებში – 35 ცალი, ვადის გარეშე
26. თაფლი შუშის ქილებში – 500 გრამიანი – ვადა: 04/07/2019-04/07/21 – 7 ცალი
27. თაფლი 1 კილოგრამიანი, ვადა: 04/07/2019-04/07/21 – 2 ცალი
28. თურქული წარმოების ჩურჩხელა – 10 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა:14/06/2019-14/06/2020 – 7 ყუთი
29. “marin” – მაშარაფი შუშის ბოთლებში, 700 გრამიანი, 14 ცალი.
30. მწვანე ჩაი – 150 გრამი – 6 ცალი
31. ჩაი “karaden” – 100 გრამი – 17 ცალი
32 ყავა “abdulah effendi”- 100 გრამიანი, – 75 ცალი, ვადის გარეშე
33. ლიმონმჟავა პაკეტებში – 1 კილოგრამიანი – 2 ცალი; ვადის გარეშე.
34. სუნელები – 82 ცალი; ვადის გარეშე
35. ჩაი ჭიქებით – 8 ცალი, ვადის გარეშე
36. წონის ლახათ ლუქუმი ფილებით – ვადის გარეშე.

სააგენტოს თანახმად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები — ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი