ახალი ამბები

ბათუმში თოვლმა ყინულის სასახლე დაანგრია

27 იანვარი, 2010 • 14357
ბათუმში თოვლმა ყინულის სასახლე დაანგრია

მთელი ღამე გადაუღებელი თოვის შემდეგ ამჟამად ბათუმში მზიანი ამინდია, მაგრამ თოვლი საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს. ქალაქში და მუნუციპალიტეტებში მოძრაობა შეფერხებულია, გზები ჯერ ისევ ყინულითა და თოვლითაა დაფარული და მანქანებსა და სამარშრუტო ტაქსებს ქალაქსა და რაიონებში გადაადგილება უჭირთ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გზების გასუფთავება ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს ევალება და მოკლე ხანში გზები გაიწმინდება.

შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში აცხადებენ, რომ  ბათუმში თოვა აღარ გაგრძელდება. უახლოესი დღეების მაძილზე ქალაქში ტემპერატურა დღისით +2, +7, ღამით კი _2, -7 გრადუსი იქნება.

თოვლი მთელს აჭარაში მოვიდა. ქობულეთში თოვლის საფარი 5 სანტიმეტრია, ხულოში კი 54 სანტიმეტრს აღწევს.

Image 381

მასალების გადაბეჭდვის წესი