ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია იკავებენ.
კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს “პოზიტიურად” მოსახლეობის 55 პროცენტი აფასებს, ხოლო ნიკა მელიას – 46 პროცენტი. შესაბამისად, კალაძესა და გახარიას მოსახლების 45 პროცენტი აფასებს ნეგატიურად, ხოლო მელიას – 54 პროცენტი.
დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დავით ბაქრაძე – 46% (ნეგატიურად – 54%)
- ანა დოლიძე – 45% (ნეგატიურად – 55%)
- ირაკლი ღარიბაშვილი – 42% (ნეგატიურად – 58%)
- მიხეილ სააკაშვილი – 39% (ნეგატიურად – 61%)
- ბიძინა ივანიშვილი – 39% (ნეგატიურად – 61%)
- გიორგი ვაშაძე – 37% (ნეგატიურად – 63%)
- ელენე ხოშტარია – 36% (ნეგატიურად – 64%)
- შალვა ნათელაშვილი – 36% (ნეგატიურად – 64%)
- ირაკლი კობახიძე – 34% (ნეგატიურად – 66%)
- ხატია დეკანოიძე – 33% (ნეგატიურად – 67%)
- არჩილ თალაკვაძე – 33% (ნეგატიურად – 67%)
- ანა ნაცვლიშვილი – 32% (ნეგატიურად – 68%)
- დავით უსუფაშვილი – 32% (ნეგატიურად – 68%)
- სალომე ზურაბიშვილი – 32% (ნეგატიურად – 68%)
- ალექსანდრე ელისაშვილი – 31% (ნეგატიურად – 69%)
- კახა კუჭავა – 30% (ნეგატიურად – 70%)
- ბადრი ჯაფარიძე – 28% (ნეგატიურად – 72%)
- გიგი წერეთელი – 28% (ნეგატიურად – 72%)
- ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე – 27% (ნეგატიურად – 73%)
- მამუკა ხაზარაძე – 27% (ნეგატიურად – 73%)
- სალომე სამადაშვილი – 26% (ნეგატიურად – 74%)
- ნინო ბურჯანაძე – 24% (ნეგატიურად – 76%)
- ირმა ინაშვილი – 24% (ნეგატიურად – 76%)
- გიგა ბოკერია – 22% (ნეგატიურად – 78%)
- საბა ბუაძე – 21% (ნეგატიურად – 79%)
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.