ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, შეკითხვაზე “დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” – ალოკაციით, პარტიული რეიტინგები შემდეგია:
- ქართული ოცნება – 33%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%;
- საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 10%;
- ლეიბორისტული პარტია – 6%;
- გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;
- ლელო – 3%;
- ხალხისთვის – ანა დოლიძე – 3%;
- პატრიოტთა ალიანსი – 3%;
- მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2%;
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2%;
- ერი – ლევან ვასაძე – 2%;
- დროა – ელენე ხოშტარია – 1%;
- მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%;
- სხვა – 2%;
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.