ახალი ამბები

მაშველებმა უშბაზე დაკარგული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

9 სექტემბერი, 2021 • 1136
მაშველებმა უშბაზე დაკარგული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით ,მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ზარის ავტორის ინფორმაციით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება:

“შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო” ,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით,  საძიებო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.