ახალი ამბები

“თუ უნდა, IQ ტესტი ჩავატაროთ” — მელია კალაძის მოწოდებაზე

8 სექტემბერი, 2021 • 1500
“თუ უნდა, IQ ტესტი ჩავატაროთ” — მელია კალაძის მოწოდებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქის მერ კახა კალაძის მოწოდების საპასუხოდ მზადყოფნას გამოთქვამს, ნარკოლოგიური ტესტი ჩააბაროს.

“არ ჩამიბარებია, თუ? ჩავაბარებ ნარკოტესტს. კალაძეს ვეტყვი, რომ მისთვის მთავარი დემოკრატიის ტესტი უნდა იყოს და ამაზე საუბრობდეს. თუ უნდა, ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ. IQ ტესტი”, — თქვა მელიან “ტვ პირველის” ეთერში.

წამყვანის კითხვაზე — კალაძე IQ ტესტს ვერ ჩააბარებს? — მელიამ უპასუხა: “არა, ამას არ ვამბობ, ნებისმიერი ტესტი [იყოს]”.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა.

“აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად”, — თქვა მან და თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა ნარკოლოგიური ტესტის გაკეთებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი