პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 8 სექტემბერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის ხუთეული წარადგინა.
“მოქალაქეების” სიის პრეზენტაცია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე გაიმართა. პარტიის მიერ დასახელებული სია ასე გამოიყურება:
- ფატი ბარჯაძე;
- გიორგი რეხვიაშვილი;
- თინა გუგუნავა;
- ნინო ჩარკვიანი;
- ნატო კირვალიძე.
ადგილობრიივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.