სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8-9 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.
ოფიციალური ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ და გაფართოებული ფორმატების ფარგლებში შეხვდება.
დაგეგმილია ასევე სომხეთის პრემიერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს უკანასკნელად 2020 წლის მარტში ეწვია.