ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, 3 668 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 21 313, ხოლო PCR ტესტით – 8 236. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8, 73%-ია, ბოლო 7 დღის — 7,69%.
რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ ჩატარდა 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია 27 011.