ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 25 624 ტესტით საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.67% შეადგინა.
რაც შეეხება ბოლო 14 დღის მაჩვენებელს, ამ პერიოდზე დადებითობის მაჩვენებელი – 8.77% ხოლო 7 დღის მანძილზე 7.63%-ია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 7 917 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისი – 651 შემთხვევა;
აჭარა – 201;
იმერეთი – 288;
ქვემო ქართლი – 100;
შიდა ქართლი – 150;
გურია – 82;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168;
კახეთი – 161;
მცხეთა-მთიანეთი – 80;
სამცხე-ჯავახეთი – 51;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 36 310, საიდანაც 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 930, აჭარაში – 784, იმერეთში – 1 084.
7 სექტემბრის მდგომარეობით, მძიმეა 1 559 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 178, იმერეთში – 336.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 405 პირი იმყოფება, მათგან თბილისში – 242, აჭარაში – 41, იმერეთში – 35.