ახალი ამბები

საექიმო შეცდომის გამო კომაში ჩავარდნიდან 40 წლის შემდეგ, ფეხბურთელი ჟან პიერ ადამსი გარდაიცვალა

6 სექტემბერი, 2021 • 1159
საექიმო შეცდომის გამო კომაში ჩავარდნიდან 40 წლის შემდეგ, ფეხბურთელი ჟან პიერ ადამსი გარდაიცვალა

საფრანგეთის ნაკრების და პსჟ-ს ყოფილი მცველი ჟან პიერ ადამსი კომაში ჩავარდნიდან 39 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც The Guardian წერს, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი ფეხბურთელი 73 წლის ასაკში დაიღუპა, მანამდე კი, დაახლოებით 40 წლის წინ ფეხბურთელი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, რაც სამედიცინო შეცდომამ გამოიწვია.

1982 წელს, გამოცემის თქმით, ადამსს მუხლის ოპერაციის დროს ანესთეზიის ფატალური დოზა გაუკეთეს, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. ამ დროს ადამსი 34 წლის იყო.

ინციდენტის შემდეგ ფრანგ ფეხბურთელს მისი ცოლი, ბერნადეტი უვლიდა. როგორც ადამსის ცოლმა 2007 წელს მედიასთან თქვა, ჟან პიერი გრძნობდა სუნს და ჰქონდა სმენა, თუმცა მხედველობა დაკარგული ჰქონდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი