ახალი ამბები

მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

6 სექტემბერი, 2021 • 971
მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში დღეს, 6 სექტემბერს გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელმონდო თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა “კაზინო როიალი”, “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”, “პროფესიონალი” და სხვა.

2001 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა და რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი პერიოდის გავლა მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი