ახალი ამბებისამართალი

მოკრივე ავთანდილ ხურციძის თქმით, ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს

6 სექტემბერი, 2021 • 2338
მოკრივე ავთანდილ ხურციძის თქმით, ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს

ქართველი მორკივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროში იხდის, აცხადებს, რომ 14 სექტემბერს ათავისუფლებენ.

ხურციძე 2017 წელს დააკავეს და 2018 წელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, როგორც ირკვევა, საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს. როგორც ხურციძის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაითვალისწინეს ყოფაქცევა, დისციპლინა და სხვა ფაქტორები.

ხურციძე აცხადებს, რომ ციხეში ვარჯიშობდა და სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს. ის 42 წლისაა.


მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდალ ხურციძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ დანაშაულში, მათ შორის გამოძალვაში წაყენებულ ბრალში. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

პროკურორთა თქმით, შულაიას დაჯგუფებაში არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. როგორც ისინი განმარტავენ, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ნევადაში.

რაც შეეხება თავად ხურციძეს, დეპარტამენტის მტკიცებით, საქმის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ვიდეოკამერებმა ორჯერ დააფიქსირეს, თუ როგორ ესხმოდა თავს დაზარალებულებს შულაიას სახელით.

ხურციძე დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი