ახალი ამბები

კორონავირუსს თბილისში 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

6 სექტემბერი, 2021 •
კორონავირუსს თბილისში 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, 15 წლის მოზარდი COVID-19-ით გუშინ, 5 სექტემბერს გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის თქმით, მოზარდი კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა კლინიკეში მოთავსებისას უკვე მძიმე იყო.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, მოზარდს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

“პაციენტი გუშინ, ღამის საათებში გარდაიცვალა. მას ჰქონდა ბევრი თანმხლები პათოლოგია და მისი მდგომარეობა შემოსვლის მომენტიდანვე იყო მძიმე. მიმდინარეობდა ინფექციური თერაპია და ოქსიგენოთერაპია, შიდა მკურნალობა, რაც ინტენსიური თერაპიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს”, — განმარტა რეხვიაშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გართულებების შედეგად საქართველოში 61 პაციენტი გარდაიცვალა, COVID-19 კი 1 120 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი