ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გართულებების შედეგად 61 პაციენტი გარდაიცვალა, კოვიდ-19 კი 1 120 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 16 149 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 8 840, PCR ტესტი – 7 309. დადებითობის დღიურმა მაჩვნებელმა კი 6,94% შეადგინა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.

ამ დროისთის ქვეყანაში კორონავირუსის 38 391 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 7 016 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში- 2 292 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე ვირუსი 565 957 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 519 673 და გარდაიცვალა 7 867 ადამიანი.