ახალი ამბები

საქართველოს სტუმრობს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია

6 სექტემბერი, 2021 • 744
საქართველოს სტუმრობს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია

6-9 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია  შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინიტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს  პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი