ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

5 სექტემბერი, 2021 • 912
“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო” მმართველ პარტიას ღვანკითში მათი მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც გიგი წერეთელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსუდან კოვზირიძემ მათ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე ზეწოლა დაიწყო:

“პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ეგრეთ წოდებული ”მრჩევლები” მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი საარჩევნო კამპანიის მიზნით შვებულებში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, რომლის ხელმძღვანელიცაა, აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა” – ამბობს წერეთელი.

წერეთლის თქმით, რუსუდან კოვზირიმ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა:

“სწორედ, ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.

რა თქმა უნდა, ქალბატონი რუსუდანი არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას, მაგრამ როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ვერ სწავლობს ჭკუას წინა გარკვეულწილად ფატალური შემთხვევებიდან, გავიხსენეთ ია კერზაიას საქმე. ქალბატონ რუსუდან ჯანმრთელობას ვუსურვებ, თუმცა ყველა ამას ვერ უძლებს” – ამბობს გიგი წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი