ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 025 ტესტით, კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.89% შეადგინა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევის განაწილება რეგონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი – 865 შემთხვევა,
- აჭარა – 223,
- იმერეთი – 336,
- ქვემო ქართლი – 143,
- შიდა ქართლი – 99,
- გურია – 54,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164,
- კახეთი – 225,
- მცხეთა-მთიანეთი – 30,
- სამცხე-ჯავახეთი – 48,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 237 საიდანაც:
· 7 019 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 041, აჭარაში – 826, იმერეთში – 1 090.
· ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 579 პირი, მათ შორის, თბილისში – 699, აჭარაში – 182, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 244, აჭარაში – 42, იმერეთში – 33.
2 415 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 163 – თბილისში, 769 – აჭარაში. 32 803 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.