ახალი ამბები

ალბათ მართლაც შევცდი და ტყუილად მივედი კალაძესთან – გახარია

3 სექტემბერი, 2021 • 1135
ალბათ მართლაც შევცდი და ტყუილად მივედი კალაძესთან – გახარია

თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “ალბათ შეცდა”, როდესაც ყოფილ თანაგუნდელ კახა კალაძეს შეხვდა და საქმის კურსში ჩააყენა, რომ ისიც აპირებდა დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლას.

გახარიას თქმით, ეს განცდა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც კალაძემ განაცხადა, რომ “ვერ გაიგო, რატომ მივიდა მასთან გახარია”.

გახარიას თქმით, კალაძესთან შეხვედრა და საქმის კურსში ჩაყენება მისი გადაწყვეტილების შესახებ იმიტომ სურდა, რომ გამოეხატა პატივისცემა იმ თანამშრომლობის მიმართ, რომელიც მოქმედ მერთან წლობით აკავშირებდა. გახარიას თქმით, ეს არის პრინციპი და ფასეულობა, რომლითაც ცხოვრობს.

ექსპრემიერის თქმით, სწორედ იმავე პრინციპით და იმავე ფასეულობით დაურეკა ივანიშვილს, როდესაც პრემიერის თანამდებობას ტოვებდა, რათა ამ უკანასკნელს ტელევიზორიდან არ გაეგო ამის შესახებ, თუმცა, როგორც ცნობილია, გახარიამ განაცხადა, რომ  ივანიშვილმა არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი