ახალი ამბები

ორშაბათს ვისაუბრებ პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე და გეგმებზე – სააკაშვილი

3 სექტემბერი, 2021 • 1289
ორშაბათს ვისაუბრებ პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე და გეგმებზე – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 6 სექტემბერს გააკეთებს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით გეგმებზე.

„ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, – დაწერა სააკაშვილმა პარასკევს, 3 სექტემბერს, ფეისბუკზე.

უკრაინაში წასვლის შემდეგ სააკაშვილს არაერთხელ დაუანონსებია საქართველოში დაბრუნება, სადაც მას პატიმრობა ემუქრება.

სააკაშვილმა 2021 წლის ზაფხულშიც გამოაცხადა, რომ ამჯერად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვა.

„ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად, ამ სახალხო რეფერენუდმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – თქვა სააკაშვილმა 29 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დაბრუნების შესახებ ეს განცხადება მან გააკეთა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვოს.

“ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის” – სააკაშვილი ჩამოსვლას კვლავ აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი