ახალი ამბები

გორის საკრებულოს დეპუტატი მეზობლებს ცემაში ადანაშაულებს

3 სექტემბერი, 2021 • 1086
გორის საკრებულოს დეპუტატი მეზობლებს ცემაში ადანაშაულებს

გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს, რომ მეზობლები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატი ტელეკომპანია “პირველთან” აცხადებს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან  თავდამსხმელები მის საქმიანობაზე მიანიშნებდნენ.

“საკუთარ სახლში ცხოვრებას, ეკონომიკურ საქმიანობას მიკრძალავენ. რამდენჯერაც დალევენ, ასეთი ამბები ხდება. მაგინებდნენ, რომ თურმე ნაციონალი ვარ, ამბობდნენ, რომ ამიტომ ვერ მიტანენ და არ გამახარებდნენ. მე არ წარმოვადგენ “ნაციონალურ მოძრაობას”, დამოუკიდებელ კანდიდატად ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას”, — განაცხადა ამბარდნიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ორი პირი ადგილზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დროისთვის კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი