განახლება[03.09.21; 10:51] დის ინფორმაციით, გიორგი ჭოლოკავა იპოვეს. “ჯანმრთელად არის. ძალიან დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის!” — წერს ის სოციალურ ქსელში.
პოლიცია ეძებს ახალგაზრდა კაცს, გიორგი ჭოლოკავას, რომლის კვალიც, მისი მეგობრის თანახმად, ლისის ტბის ტერიტორიაზე დაიკარგა.
დაკარგულის მეგობარმა დახმარება სოციალურ ქსელში 2 სექტემბერს ითხოვა. ეკატერინე ჯმუხაძის თქმით, გიორგი ჭოლოკავა სახლიდან “სამშაბათს, შუადღის 3 საათზე გავიდა”.
“კვალი იკარგება ლისის ტბის ტერიტორიაზე, წოდორეთის მიმართულებით, მოძრაობდა მოტოთი, ვისაც გეცნობათ, ან შეგინიშნავთ, გთხოვთ, მოგვწეროთ”, — აღნიშნავს ეკატერინე ჯმუხაძე.
დღესვე სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა გიორგი ჭოლოკავას დამ, რომელიც მოქალაქეებს სთხოვს, თუ მის ძმას შენიშნავენ, დარეკონ შემდეგ ნომერზე: 557 63 10 42
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდა კაცის “სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს”, გამოძიება კი დაიწყო სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მსგავს შემთხვევებში, როდესაც დაკარგულ ადამიანს რამდენიმე დღის მანძილზე ვერ პოულობენ, გამოძიება, როგორც წესი, აღნიშნული მუხლით იწყება.