სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გევორგ სიმონიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ისევ მძიმდება.
“1798 საწოლიდან უკვე დაკავებულია 1563 [87%]. 700-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობს რთულია, აქედან 53 კოვიდინფიცირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადები უკიდურესად გადატვირთული რეჟიმით მუშაობენ – დღეში 2000-3000 გამოძახებაა”, – აცხადებს უწყების წარმომადგენელი.
უკანასკნელი თვეებისა და კვირების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოფიციალური რიცხვი 300-მდე მერყეობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. რაც შეეხება კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებს, ეს ციფრიც გაორმაგებულია – უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციითვე, სომხეთში მოსახლეობის 9,24% აცრილია ერთი დოზით, ხოლო ორივე დოზით- 5,14%.