დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 81 ადამიანი. დღიური დადებითობის მაჩვენებელია 7.94%, ბოლო 7 დღის კი- 9.13%.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 786, მათ შორის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 7 343 პაციენტი. ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი.
2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 36 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე კოვიდ-19 დაუდასტურდა 556 909 ადამიანს, მათ შორის გარდიაცვალა 7 563 ადამიანი.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსზე 1 235 386 აცრა ჩატარდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი- 23 916.