“დონეცკის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 358-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით აღძრა. გაირკვა, რომ საქართველოდან ჩასული ე.წ. დამკვირვებლები ყალბი დოკუმენტებით სარგებლობდნენ”, – განაცხადა დონეცკის მერმა, ალექსანდრე ლუკიანჩენკომ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დონეცკში კიდევ 400-500 ქართველი დამკვირვებელი რჩება.
ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში, 17 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩავიდნენ, თუმცა უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისინი ამკვირვებლებად არ დაარეგისტრირა. ქართულმა მხარემ უკრაინის სასამართლოს მიმართარომ დაეკმაყოფილებინა ქართული მხარის მოთხოვნა და ქართველი დამკვირვებლები არჩევნებზე დაეშვა. Mიუხედავად იმისა რომ უკრაინის სასამართლომ საქმე ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მიუხედავად ამისა უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქართველი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე არ დაუშვა.