ახალი ამბები

კორონავირუსი: გამოვლინდა 3 886 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

1 სექტემბერი, 2021 •
კორონავირუსი: გამოვლინდა 3 886 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 886 ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 74 ადამიანი. ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელია 9.36%, ხოლო ერთი დღის განმავლობაში- 7.45%.

NCDC-ს ცნობით, ერთი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი და გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 497 517 შეადგინა.

24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 52 162 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 033- PCR ტესტით.

ახალი გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 509
  • აჭარა – 445
  • იმერეთი – 487
  • ქვემო ქართლი – 280
  • შიდა ქართლი – 223
  • გურია – 97
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279
  • კახეთი – 369
  • მცხეთა-მთიანეთი – 84
  • სამცხე-ჯავახეთი – 86
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 672. მათ შორის 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან 1 560 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 2 454 პირი, 38 825 ადამიანი კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსი 553 697 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გარდიაცვალა 7 482 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი