ახალი ამბები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

31 აგვისტო, 2021 • 927
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

“ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე  გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და  აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ”, –  ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი კერა დღეს გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი