უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტო გახდა ცნობილი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოს ქალაქებში 4 სექტემბრამდე იყო შეჩერებული, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვის ვადა გაგრძელდა.
მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.