ახალი ამბები

თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

30 აგვისტო, 2021 •
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 6 წლის ბავშვი კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

ჩხაიძის განცხადებით, ბავშვი კლინიკაში პარასკევს, 27 აგვისტოს მოათავსეს და შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე რთული იყო. მისივე ცნობით, მოზარდს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, გარდაცვალების მიზეზი კი კოვიდის ფონზე სეპტიური შოკის განვითარება გახდა.

6 წლის ბავშვი დღეს, შუადღით გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი