ახალი ამბები

კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, 4 კი დააჯარიმა

30 აგვისტო, 2021 • 732
კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, 4 კი დააჯარიმა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, 4 კი დააჯარიმა.

მათგან სამ იურიდიულ პირს 10 000 ლარი, ხოლო ერთ ფიზიკურ პირს 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა.

“შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები მიიღო ბიზნესობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო.

ამ დროისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა”, — წერია შრომის ინსპექციის მიერ დღეს, 30 აგვისტოს გავრცელებულ ცნობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი